სტეფანო პიოლი: ნაპოლი სერია ა-ში ძლიერია, მაგრამ…

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მილანი ნაპოლის შეხვდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, როსონერის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა.
“ცხადია სასიხარულოა, რომ 1/4 ფინალში გავედით. ჩვენ მილანი ვართ და ტიტულისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ნაპოლი სერია ა-ში ძლიერია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა სპეციფიკის ტურნირია, როსონერი კი ამ ტურნირზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
არ მგონია სპალეტიმ მომწეროს. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია.
სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგას შორის დიდი სხვაობაა. ახლა შიდა ასპარეზზე უნდა ვიზრუნოთ. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ?” – ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.
მილანი სერია ა-ში 48 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი როგორც იცით ნაპოლის შეხვდება.