ტაკატო ოლიმპიური ჩემპიონია

ტაკატო ოლიმპიური ჩემპიონია
ძიუდო
საქართველოს ძიუდოს ნაკრები
ტოკიოს ოლიმპიადა
ტოკიო 2020
ლუხუმ ჩხვიმიანი
ნაოჰისა ტაკატო
დისტრია კრასნიჩი
დარია ბილოდიდი

სტარტი აიღო ტოკიოს ოლიმპიადამ და პირველივე დღეს საქმეში ძიუდოისტები ჩაერთნენ. მამაკაცთა 60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი – იაპონელი ნაოჰისა ტაკატო გახდა, ხოლო ქალთა 48 კგ-ში კოსოვოელი – დისტრია კრასნიჩი.

null

მამაკაცთა 60 კგ წონითი კატეგორია სენსაციით გაიხსნა – სასტარტო შეხვედრა წააგო პირველ ნომრად განთესილმა რობერტ მშვიდობაძემ, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს. მისი დამარცხება ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუამ შეძლო.

მეორე რაუნდში დამარცხდა ფრანცისკო გარიგოსი, ესპანელ ძიუდოისტს საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ სძლია.

null

2019 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა 1/8 ფინალში იოლად მოუგო აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს, თუმცა მეოთხედფინალში მსაჯების „დახმარებით“, შიდოებით წააგო იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან.

ლუხუმი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა ჩხვიმიანის წაგებათა სერია იქაც გაგრძელდა, ამჯერად სამხრეთ კორეელ ვონ ჯინ კიმთან. ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა.

იაპონელმა წარმატებით გააგრძელა ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა, 1/2 ფინალში ყაზახ იელდოს სმეტოვს მოუგო, ხოლო ფინალში გაფრთხილებებით სძლია ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეი იანგს და კარიერაში პირველად მოიგო ოლიმპიადა.

null

ბრინჯაოს მედლები ლუკა მხეიძემ (ასპარეზობს საფრანგეთის სახელით) და იელდოს სმეტოვმა მოიგეს. ლუკამ მესამე ადგილისთვის მატჩში კიმს სძლია, ხოლო იელდოსმა თორნიკე ჭკადუას (ნიდერლანდები).

null

ქალთა ბადეში 1/2 ფინალებამდე სენსაციები ფაქტობრივად არ ყოფილა. შეიძლება მოულოდნელობად ჩავთვალოთ 1/8 ფინალში რუსი – ირინა დოლგოვას მარცხი ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელ – ლინთან.

ნახევარფინალში 4 უძლიერესი გავიდა: კრასნიჩი, მუხბატი, ბილოდიდი და ტონაკი.

ძიუდოს პრინცესად წოდებული ბილოდიდი მთელი დღს განმავლობაში საკმაოდ „მძიმედ“ ჭიდაობდა, თითქოს მის ასპარეზობას სიმსუბუქე და ფანტაზია აკლდა. სწორედ ამით ისარგებლა ფუნა ტონაკიმ, გოლდენ სქორში მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და შემდეგ წარმატებით შებოჭა.
მეორე ნახევარფინალში კოსოვოელმა კრასნიჩმა სძლია მონღოლ მუხბატს და ფინალის საგზური მოიპოვა.

null

მესამე ადგილისთვის მატჩში დარიამ ფიზიკური ძალით აჯობა ებრაელ შირა რიშონის და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ტიროდა. შირა – ხელიდან გაშვებული ბრინჯაოს მედლისთვის, ხოლო დარია იმით იყო უკმაყოფილო, რომ ოლიმპიადიდან მხოლოდ მესამე ადგილი „მიაქვს“.

მეორე ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში გამოცდილმა ურანცეცე მუხბატმა სძლია პორტუგალიელ კატარინა კოშტას და საკუთარ ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა ტოკიოს ოლიმპიადაზე.

ფინალური შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, სამწუთნახევრის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე დისტრიამ ფუნა ტონაკი ვაზარიზე დაააგდო და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა ეს უპირატესობა ფინალურ გონგამდე.

null

დისტრია კრასნიჩი კოსოვოს ძიუდოს ისტორიაში გახდა მეორე ქალი, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2015 წლის რიოს ოლიმპიადაზე ეს მაილინდა კელმენდიმ შეძლო (52 კგ).