ტიბო კურტუა: მთელი კარიერა ამ მომენტამდე მოვდიოდი

13:35 / 29 მაი 2022
ტიბო კურტუა: მთელი კარიერა ამ მომენტამდე მოვდიოდი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც რეალმა ლივერპული 1:0 დაამარცხა, მედიასთან ტიბო კურტუამ ისაუბრა. ბელგიელი უდაოდ საუკეთესო იყო და მატჩის გამორჩეული ფეხბურთელის სტატუსიც მიიღო.

“არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რასაც რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია. მთელი ცხოვრება სწორედ ეს მინდოდა. მთელი კარიერა ამ მომენტამდე მოვდიოდი. როცა მსაჯმა თამაში დაამთავრა, უმალ ოჯახთან მივედი. ვამაყობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ვინ იცის, იქნებ კიდევ დავეუფლო ამ ტიტულს.” – განაცხადა ბელგიელმა.

ტიბო კურტუა რეალში 2018 წლის ზაფხულში ჩელსიდან გადავიდა. სამეფო გუნდთან ერთად მან ლა ლიგა (2), ესპანეთის თასი და უკვე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.