ტიერი ანრი: ვარი ფეხბურთში სიხარულს კლავს

13:44 / 29 სექ 2022
ტიერი ანრი: ვარი ფეხბურთში სიხარულს კლავს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ვარზე ისაუბრა. ფრანგმა განაცხადა, რომ ვარი ფეხბურთის სიხარულს კლავს.

“გოლის გატანის შემდეგ არ იცი აღნიშნო თუ არა, არ იცი გაიხარო თუ არა, არ იცი სიხარულისგან იყვირო თუ არა. ვარი ფეხბურთში სიხარულს კლავს.” – ციტირებს ფრანგის სიტყვებს L’Equipe.

ტიერი ანრიმ კარიერა მონაკოში დაიწყო, შემდეგ იყო არსენალი, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ასევე იყო ბარსელონა, ნიუ იორკ რედ ბულზი, ბოლოს კი კვლავ არსენალი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ანრიმ მწვრთნელობა დაიწყო. ფრანგი ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ მონაკო ჩაიბარა, ასევე მონრეალ იმპაქტში იმუშავა, დღეს კი კვლავ ბელგიელთა სამწვრთნელო შტაბშია.