ტომ ჰარდმა ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

12:59 / 22 სექ 2022
ტომ ჰარდმა ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ცნობილ ინგლისელ მსახიობს, ტომ ჰარდს, უმრავლესობა ჰოლივუდის ფილმებიდან იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ ჰარდი საბრძოლო ხელოვნებების დიდი მოყვარულია.

მისი საბრძოლო ხელოვნებებისადმი ინტერესი 2011 წლიდან დაიწყო, როცა ჰარდი ფილმზე “Warrior” მუშაობდა. აღნიშნული ფილმი MMA-ს მებრძოლ ძმებზეა, რომელთაგან ერთ-ერთის როლს სწორედ ჰარდი ასრულებს. აქედან მოყოლებული, ჰარდი აქტიურად ვარჯიშობს როგორც ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე, ასევე კრივზე. მართალია, კრივის რინგზე ჯერ ბრძოლა არ ჩაუტარებია, თუმცა ჯიუ-ჯიცუს ტურნრიებზე ხშირად იღებს მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებითაც.

გასულ კვირას, ჰარდმა UMAC-ის ეგიდით ჩატარებულ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ღია ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.