ტრანსგენდერმა მებრძოლმა MMA-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

21:44 / 15 სექ 2021
ტრანსგენდერმა მებრძოლმა MMA-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

38 წლის მებრძოლი, ალანა მაკლაუჰინი გახდა მეორე ტრანსგენდერი, რომელმაც MMA-ში პროფესიონალური გამარჯვება მოიპოვა. მსგავსი რამ, 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ალანამ სელინ პროვოსტი მეორე რაუნდში, მახჩობელა ილეთით დაამარცხა.

ალანმა ყველა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ფლორიდის სპორტული კომისიისგან მიიღო ბრძოლის უფლება. იგი მაიამიში, MMA Masters-ში ვარჯიშობდა.
“ძალიან რთული იყო ჩემთვის მოწინააღმდეგის პოვნა, პროვოსტს დიდ პატივს ვცემ, რომ ბრძოლა მიიღო” – ამბობს მაკლაუჰინი.

აქვე მოგახსენებთ, რომ მანამ, სანამ ალანა სქესს შეიცვლიდა, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა.