უდიდესი წარმატება – ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო მოიგო! (ვიდეო)

უდიდესი წარმატება – ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო მოიგო! (ვიდეო)
ლაშა შავდათუაშვილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლაშა შავდათუაშვილმა ქართული ძიუდოს ოქროს ფურცელი დაწერა – მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ერთადერთი ქართველი, რომელმაც როგორც ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე ევროპასა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იმარჯვა! ეს უფრო მეტად გასახარი იმიტომაც არის, რომ ლაშას მსოფლიოზე აქამდე არანაირი სინჯის მედალი არ მოეგო.

 

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა აქტიურად დაიწყო და პირველი შიდო მოწინააღმდეგეს – მაციასს – მიაღებინა. ძირითადი დრო ქულების გარეშე დასრულდა, დამატებით დროში კი შვედმა მესამე გაფრთხილება მიიღო და ლაშა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

გილოცავთ!!!