აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა, რომ უეფა რუსული კლუბებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას აპირებდა. თუმცა გაირკვა: ევროტურნირების მომდევნო სეზონში რუსულ კლუბები კვლავ არ იქნებიან… ეს Sky Sports-მა გაავრცელა.

ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს უეფას სუპერთასი ყაზანში აღარ გაიმართება. მატჩი აგვისტოში რუსეთს მიღმა ჩატარდება.

რუსეთში კი კვლავ ორად იყოფა აზრი: უღირთ თუ არა აზიის კონფედერაციაში გადასვლა. ბევრი თვლის, რომ ეს ძალიან უკან დასწევს ისედაც რეგრესის გზაზე მყოფ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს, მაგრამ მეორე მხრივ არც იციან, როდის დააბრუნებენ ფიფასა და უეფაში.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრი პაველკო კი აცხადებს, რომ სანამ რუსეთი აგრესიას მიმართავს, უეფა და ფიფა მათ დისკვალიფიკაციას არ მოუხსნიან.