უიპეშტმა ბერიძის და ზივზივაძის გოლებით მოიგო (ვიდეო)

13:31 / 14 მაი 2022
უიპეშტმა ბერიძის და ზივზივაძის გოლებით მოიგო (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში უიპეშტი, რომლის ღირსებასაც გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე იცავენ, მეზოკოვეშდის ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ორივე ქართველმა გაიტანა. 1:1 იყო როცა 66-ე წუთზე ბერიძემ შეაგდო, 5 წუთში კი თავი ბუდუმაც გამოიჩინა.

უნგრეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის პირველი ნახევარი ზივზივაძემ ფეჰერვარში გაატარა, სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მეორე წრეში კი უიპეშტში ითამაშა და 12 შეხვედრაში 11 ბურთი შეაგდო. რაც შეეხება ბერიძეს, გიორგიმ ამ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

უიპეშტმა ამ სეზონში 44 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა. გუნდი ევროტურნირებს მიღმა დარჩა.