“უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი, მან გამაოცა” – ფლოიდი ლოგან პოლზე [VIDEO]

10:45 / 8 ივნ 2021
“უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი, მან გამაოცა” – ფლოიდი ლოგან პოლზე [VIDEO]
ფლოიდ მეივეზერი
ლოგან პოლი

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საგამოფენო ორთაბრძოლა ყველასთვის მოულოდნელად, 8 რაუნდი გაგრძელდა. ლოგან პოლმა მოახერხა და დაუმარცხებელ ფლოიდს მთელი ბრძოლა გაუძლო. იუთუბერის კარგმა ასპარეზობამ ფლოიდზეც მოახდინა შთაბეჭდილება და ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში შემდეგი რამ თქვა:

“მე ძალიან გავერთე, მე აღარ ვარ 21 წლის, თუმცა კარგია ახალგაზრდებთან ბრძოლა, ჩემი ძალების მათთან გამოცდა. ლოგანი დიდებული ახალგაზრდა მებრძოლია, ძლიერი, რთული მეტოქე, იმაზე უკეთესი ვიდრე წარმომედგინა, მე დღეს მან გამაოცა, კარგი ბიჭია. მიუხედავად მისი მცირე გამოცდილებისა, მან თავისი წონა სწორად გამოიყენა და დიდი უპირატესობა გამიწია. მე გავერთე, ლოგანიც, იმედი მაქვს გულშემატკივრებმაც ისიამოვნეს.”