ურუგვაისთანაც წავაგეთ

05:34 / 23 ივნ 2021
ურუგვაისთანაც წავაგეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმიდნარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩში ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა – 15:20.

პირველ ნახევარში მეტნაკლებად დალაგებული თამაშის შემდეგ უმცრომა ბორჯღალოსნებმა ორქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს და რაიმი 10:8 მოიგეს. ძნელი სათქმელია, დაბალი ფიზიკური კონდიცების ბრალია თუ ელემენტარული თამაშის გაგების არქონის, მაგრამ ფაქტია, მეორე ტაიმში, ისევე როგორც პირველ მატჩშუ ყველაფერი თავდაყირა დადგა.

არასწორი გადაწყვეტილებები, ერთფეროვანი შეტევის სტილი ადვილად წასაკითხი იყო მეტოქის დაცვისთვის. ტრადიციულად მოიკოჭლებს უკანა ხაზი.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ მატჩის მოგება მაინც შეიძლებოდა, მეტოქე ბოლო წუთნახევარში სამჯერ დავაჯარიმეთ. სამივეჯერ ბურთი აუტში გადავიტანეთ და სამივე დერეფნი წავაგეთ. ერთი სიტყვით, სამუშაო ამ გუნდს საკმაოდ ბევრი აქვს. თუმცა, ურუგვაისთან მაინც არ უნდა ვაგებდეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს.

 

 

საქართველო: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12.გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. დავით იმნაძე (იუნკერები), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

1.გიორგი მამიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

16. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ირაკლი აფციაური (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. რატი ზაზაძე (არმაზი), 21.გიორგი კურტანიძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. პაატა გალდავა (აია), 25. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. ლუკა არჩვაძე (ლელო).