ფაბიო ფონინი ტოპ 50-დან გავარდება

ფაბიო ფონინი ტოპ 50-დან გავარდება

მონაკოს სამეფოში გრძელდება ATP-ის მასტერსი. მონტე კარლოს ტურნირის მეორე წრეში ერთმანეთს ტურნირის ორი უკანასკნელი ჩემპიონი ხვდებოდა: ფაბიო ფონინი (2019) და სტეფანოს ციციპასი (2021). სამწუხაროდ შოუ არ შედგა… იტალიელმა უშანსოდ წააგო ბერძენთან 3:6 0:6 და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრა სტეფანონის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც საწყისი 3 გეიმი მოიგო და 3:0 დაწინაურდა. ფაბიო დროულად გამოფხიზლდა – სასწრაფოდ შეასრულა უკუბრეიკი და წონასწორობაც აღდგა 3:3.

თითქოს მატჩში ინტრიგა დაბრუნდა და მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლა უნდა ენახა, თუმცა არა – ციციპასმა ზედიზედ 9 გეიმი მოიგო და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:3 6:0.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 4:0 გახდა ბერძენის სასარგებლოდ. მატჩის დასრულების შემდეგ ფაბიო წუწუნებდა, რომ მეტოქეს მამა კარნახობდა ტრიბუნიდან, თუმცა “ბრძოლის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ”…

იტალიელი რეიტინგში 455 ქულას დაკარგავს და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშ პირველად დატოვებს ტოპ 50-ეულს.

ციციპასი ტურნირის 1/8 ფინალში სონეგო/ჯერეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

null