ფერგიუსონი ჩენდლერთან მძიმე მარცხის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

UFC 274-მა გულშემატკივრების მოლოდინები გაამართლა – თუ როუზისა და ესპარზას დაპირისპირებას დავივიწყებთ, ივენთმა საკმაოდ სანახაობრივად ჩაიარა.
აღნიშნულ ივენთზე, დიდი მოლოდინები იყო ტონი ფერგიუსონის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ელ კუკუიმ ბოლო 3 ბრძოლა დათმო, თანაც დომინაციით. ჩენდლერთან გამართულმა პირველმა რაუნდმა მართლაც რომ ძველი ფერგიუსონი გაგვახსენდა, თუმცა ეს განცდა სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, ვინაიდან მეორე რაუნდის დაწყებისთანავე ჩენდლერმა ტონის ფრონტქიქით ბრუტალური ნოკაუტი აგემა. ფერგიუსონის მოსულიერებას ექიმებაი რამდენიმე წუთის მანძილზე ცდილობდნენ.
ზედიზედ 4 მარცხი, 12 მოგებიანი სერიის შემდეგ… ეს მართლაც რომ ურთულესი გადასატანია მებრძოლისთვის. 38 წლის ვეტერანს ბევრი მოუწოდებს კარიერის დასრულებისკენ, თუმცა როგორც ტონის პირველი განცხადებით ვიგებთ, ეს ამას არ გეგმავს. ფერგიუსონმა თვითერზე შემდეგი პოსტი განათავსა:
“ვულოცავ მაიკლ ჩენდლერს UFC 274-ზე გამარჯვებას. ძალიან გავერთე, გულშემატკივრები კი ნამდვილი გიჟები ხართ! თავს კარგად ვრგძნობ რათა დავბრუნდე, ისევ მშიერი ვარ. ჩვენ მხოლოდ ახლახანს დავიწყეთ. წარმატებები შემდეგ ბრძოლაში ჩემპიონო”
Congratulations to @MikeChandlerMMA On his victory at UFC👣274. Had lots of fun in there, you fans are Fuckin’ wild I love this shit! Feels good to be back & hungry again. We were just getting started. Best Of Luck In Your Next Fight- Champ # ForTheLoveOfTheGame -CSO- 🇺🇸🏆🇲🇽 pic.twitter.com/cp6trgSPoX
— Tony Ferguson (@TonyFergusonXT) May 9, 2022