ფინალისთვის საბრძოლო რაზმი ცნობილია

23:19 / 17 მარ 2023
ფინალისთვის საბრძოლო რაზმი ცნობილია

საქართველოს ნაკრები 19 მარტს, ესპანურ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემიონატის ფინალში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობას ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა მესამეხაზელი ბექა გორგაძე. თორნიკე ჯალაღონიამ კი, თადარიგში გადაინაცვლა. ტრავმირებული შუამარბი გიორგი კვესელაძე დემე თაფლაძემ შეცვალა. სათადარიგოთა შორისა უკანახაზელი თორნიკე კახოიძე, რომელიც ნახევარფინალურ მატჩში განაცხადში არ იყო. .

მატჩი კვირას თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;   1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე , 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. თორნიკე კახოიძე.