“ფინიქს სანზი” იყიდება

“ფინიქს სანზი” იყიდება

“ფინიქს სანზის”(NBA) და “ფინიქს მერკურის” (WNBA) მფლობელმა რობერტ სარვერმა განაცხადა, რომ დაიწყო ორივე კლუბის გაყიდვის პროცესი.

ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ ეს რეალობაა – ჩემს მფლობელობაში მყოფ ორივე საკალათბურთო გუნდს ვყიდი. თითქმის 20 წელი მოვანდომე “სანზის” და “მერკურის” ორგანიზაციების შექმნას, თუმცა მოვიდა დრო, რომ ისინი გავასხვისო.

როგორც მორწმუნე ადამიანს, მჯერა რომ შევძლებ გამოვისყიდო საკუთარი ცოდვები. 1 წლიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ იმედი მქონდა, რომ საზოგადოება და კლუბის თანამშრომლები მაპატიებდნენ ჩემს ჩადენილ საქციელს, თუმცა აშკარა ხდება, რომ ეს შეუძლებელია.

ყველაზე კარგი, რაც შემიძლია ახლა ორგანიზაციისთვის გავაკეთო არის ის რომ გავყიდო და ახალ მფლობელს გადავცე. “ფინიქს სანზის” და ფინიქს მერკურის” გაყიდვის პროცესი დაწყებულია“.

null

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა – წლების განმავლობაში რობერტ სარვერი საკუთრ თანამშრომლებს რეგულარულად აყენებდა რასისტულ შეურაცხყოფას, ქალების მიმართ შემჩნეული იყო სექსუალურ ძალადობაში, ხოლო მამაკაცთა მიმართ ფიზიკურ ძალადობაში.

სარვერს NBA-მ 1 წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სრულიად ვეთანხმები რობერტ სარვერის გადაწყვეტილებას – გაყიდოს “სანზი” და “მერკური”. ეს სწორი ნაბიჯია” – განაცხადა NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა.