ფიჯი ხუთ მატჩს გამართავს

19:36 / 15 მარ 2023
ფიჯი ხუთ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს თასზე ფიჯის ეროვნული გუნდი რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მოსამზადებლად ზაფხულში ხუთ მატჩს გამართავს. ფიჯელები ჯერ ოკეანეთის ერთა თასზე ითამაშებენ, სადაც სამოას, ტონგასა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

მერე კი, ბორჯღალოსნების მეტოქე ევროპაში ჩამოვა. 19 აგვისტოს ფიჯი საფრანგეთს ეთამაშება. ერთი კვირის თავზე კი, მეტოქე ინგლისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ ფიჯის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა ვერნ კოტერმა დატოვა. მის ნაცვლად ფიჯელი საიმონ რაივალუი დაინიშნა.