ფოთლებს არასოდეს შევჭამ…

15:30 / 22 სექ 2022
ფოთლებს არასოდეს შევჭამ…

ბრაზილიის ნაკრები უახლოეს დღეებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს განისა და ტუნისის ეროვნულ გუნდებთან. ამ შეკრებაზე არ გამოიძახეს მექსიკური უნამ პუმასის 39 წლის მცველი დანი ალვეში, რამაც ის ერთობ გაანაწყენა.

„ადამიანები მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემზე მეტს ლაპარაკობენ.  მექსიკურ კლუბში იმიტომ მივედი, რომ ბევრი ვიმუშაო და კიდევ უფრო განვვითარდე. ეს იმედია მიმიყვანს მუნდიალამდე.

მართალია, ამჯერად არ გამომიძახეს, მაგრამ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი ვარ ნაკრებისთვის. ცხოვრების სტილით ლომი ვარ და როგორ ჯუნგლებშიც არ უნდა ვიმყოფებოდე, ფოთლებს არასოდეს შევჭამ“, – თქვა დანი ალვეშმა.

Dani Alves? A 39-year-old player is not that good in sporting terms"