ფრანგების ორმაგი დანაკლისი ევრობასკეტზე

ფრანგების ორმაგი დანაკლისი ევრობასკეტზე

გადამწყვეტ ფაზაში შედის ევრობასკეტ 2022-ის მოსამზადებელი ეტაპი. ტურნირის ერთერთ ფავორიტად მიიჩნევა საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს. ბოლო 3 დღის განმავლობაში ვინსენ კოლეს გაწვრთნილ გუნდს 2 წინახაზელი გამოაკლდა – ვიქტორ ვემბანიამა და მუსტაფა ფოლი.

null

სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად გაირკვა, რომ “ლიონ ვილერბანის” 18 წლის მძიმე ფორვარდს ბოლომდე არ მოურჩენია სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმა. ამ მიზეზით იგი გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს.

ფრანგთა საწვრთნელ ბანაკში ვარჯიშის დროს ფეხის კუნთი გაიწყვიტა “ოლიმპიაკოსის” ცენტრმა – მუსტაფა ფოლმა, რომლის თამაშიც ევრობასკეტზე ასევე გამოირიცხა.

მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, საფრანგეთს მაინც ვარსკვლავური შემადგენლობა ყავს – მათ რიგებში NBA-ს 5 კალათბურთელი და “მადრიდის რეალის” 3 ლიდერია.

null

საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე

ელი ოკობო (მონაკო)

ფრანკ ნტილიკინა (დალას მავერიქსი)

ამატ მბაიე (ანადოლუ ეფესი)

ტიმოთე ლუვავუ-კაბარო (ატლანტა ჰოუქსი)

ტომას ერტელი (რეალ მადრიდი)

ევან ფურნიე (ნიუ იორკ ნიქსი)

თეო მალედონი (ოკლაჰომა)

მუჰამადუ ჯაიტე (ვირტუს ბოლონია)

ვინსენ პორიე (რეალ მადრიდი)

ტერი ტარპეი (ლე მანი)

რუდი გობერი (მინესოტა თიმბერვულვზი)

გერშონ იაბუსელე (რეალ მადრიდი)

აიზია კორდინიე (ვირტუს ბოლონია)

უილიამ ჰოვარდი (ლიონ ვილერბანი)