ფრანგული პრესა: დავითაშვილის ტრანსფერი მალე დაიხურება

20:23 / 29 აგვ 2022
ფრანგული პრესა: დავითაშვილის ტრანსფერი მალე დაიხურება

როგორც ფრანგული Lequipe იუწყება, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი მალე დაიხურება. წყაროს ცნობით, დინამო ბათუმის შემტევი კარიერას ბორდოში გააგრძელებს. ფრანგული გამოცემა იმასაც იწერება, რომ დავითაშვილი ბორდოში დინამოდან იჯარის წესით გამოსყიდვის უფლებით გადავა.

ზურიკო დავითაშვილზე ბოლო დროს არაერთი სატრანსფერო სიახლე გავრცელდა. იწერებოდა, რომ მისი დამატება ლორიენს სურდა, თუმცა როგორც ხედავთ ტრანსფერი არ შედგა.

რაც შეეხება ბორდოს, გუნდი ლიგა 2-ში გამოდის. ფრანგები 8 ქულით მე-5 ადგილზე არიან და უახლოეს შეხვედრას ქუევილთან გამართავენ.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი