ფრიცი პლეიოფში “გაძვრა”

ფრიცი პლეიოფში “გაძვრა”

უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა მესამე ტურის შეხვედრები წლის შემაჯამებელი ტურნირის მწვანე ჯგუფში. ტეილორ ფრიცმა უმძიმეს ბრძოლაში 7:6 6:7 6:2 სძლია ფელიქს ოჟე ალიასიმს და პელიოფის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა. ორივე ჩოგბურთელი საკმაოდ მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტი ლოგიკურად ტაიბრეიკზე გადავიდა. “საჩოგბურთო ლატარეაში” ამერიკელი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და 7:4 იმარჯვა.

მეორე პარტიაც ანალოგიური სცენარით განვითარდა, მეორე სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ამჯერად კანადელმა ჩოგბურთელმა იმარჯვა 7:5.

მესამე, გადამწყვეტ სეტში ტეილორ ფრიცს გაცილებთ უფრო მეტი ძალა ქონდა დარჩენილი და უკეთესი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე დაჯაბნა მეტოქე. ამერიკის პირველმა ჩოგანმა მესამე პარტიაში, 2:2-დან ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში რაფაელ ნადალმა პრესტიჟის მატჩი მოუგო კასპერ რუუდს 7:5 7:5 და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

მწვანე ჯგუფის გამარჯვებული დანიელი ჩოგბურთელი გახდა (მიუხედავად ნადალთან მარცხისა) და პლეიოფში წითელი ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაელოდება.

null

მწვანე ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა ტეილორ ფრიცი, რომელსაც დიდი ალბათობით შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოუწევს დაპირისპირება.