“ქართველები ოდითგანვე მეომრები ვიყავით, ვამაყობ ჩემი ქვეყნით” – გიგა ჭიკაძე

18:29 / 13 იან 2022
“ქართველები ოდითგანვე მეომრები ვიყავით, ვამაყობ ჩემი ქვეყნით” – გიგა ჭიკაძე

ცოტა ხნის წინ, გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის წინა საბრძოლო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გიგამ სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

პირველ რიგში გიგას ჰკითხეს მისი დივიზონის სატიტულო ორთაბრძოლაზე, რომელში მონაწილეობისთვისაც მან ჩემპიონი არაერთხელ გამოიწვია, თუმცა ვოლკანოვსკიმ კორეელი ზომბი აირჩია. გიგას პოზიცია კი შემდეგია: “ცოტა არ იყოს გავბრაზდი, თუმცა ახლა სხვა საქმე მაქვს. ფაქტს, რომ სატიტულო ბრძოლა ამჯერად ვერ მივიღე, ჩემზე დიდად გავლენა არ მოუხდენია, მე შემდეგ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული.”

ჭიკაძემ ასევე მეტოქეზეც ისაუბრა: “კელვინს მართლაც კარგი ხელები აქვს, ძლიერია. მას შეუძლია მეტოქის დაფინიშნება. ზოგი მოწინააღმდეგეს 500 დარტყმას აყენებს და ვერ აფინიშებს, კელვინს კი ეს ერტი დარტყმით შეუძლია. ამიტომ აღმაფრთოვანებს მასთან ბრძოლა. ეს არასდროს დანოკდაუნებულა და დანოკაუტებულა, ასე რომ ეს ჩემთვის გამოწვევაა. არ ვფიქრობ რომ წინააღმდეგობას გამიწევს, გარანტიას გაძლევთ მეჭიდავება”

ჟურნალისტმა გიგას კითხვა ქართველ მებრძოლებზეც დაუსვეს. “თუ ვინ გახდება პირველი ქართველი ჩემპიონი, ეს ჩვენთვის ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია. მე და მერაბი ორივენი ძალიან ახლოს ვართ საჩემპიონო ბრძოლასთან. ჩვენს გარდა UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლია და ზოგადადაც, ჩვენს ქვეყანაში ეს სპორტი დღითიდღე პოპულალური ხდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ქართველები ოდითგანვე მეომრები ვიყავით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მეტი ომი აქვს გამოვლილი ისტორიაში. ჩვენ გეოგრაფიულად საკმაოდ სტრატეგიული ტერიტორია გვქონდა, რისი მითვისებასაც საუკუნეებს მანძილზე ცდილობდნენ ჩვენი მტრები, თუმცა არ გამოუვიდათ. ჩვენ ისევ იქ ვართ, იმ ტერიოტრიაზე.”