“ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

“ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

ქართული პუბლიკისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა NBA-ში. გოგა ბითაძის “ორლანდო”ტეხასში ესტუმრა სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს”.

null

სამწუხაროდ ქართველთა დაპირისპირება უშუალოდ პარკეტზე არ შედგა, რადგან “მეჯიქის” სამწვრთნელო შტაბმა ბოლო წუთამდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა გოგა, სამაგიეროდ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო სანდრომ. “მამუმ” პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სანდრომ ხუთჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ორი ბურთი ჩააგდო (4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო, 1-დან 0 ორქულიანი).

null

“სან ანტონიომ” “ორლანდოსთან” მოგებულ შეხვედრაში (132-114) ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ჩაუგდო რა მეტოქეს 22 სამქულიანი. პოპოვიჩის კალათბურთელებმა ჯამში 39 შედეგიანი პასი შეასრულეს, რაც მათთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.

“სპურსის” რიგებში გამოირჩა ჯერემი სოჰანი, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა ცენტრის პოზიციაზე გადაწეულმა ზაკ კოლინზმა – 25 ქულა.

“ორლანდოს” შემადგენლობიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო – იტალიელმა ახალწვეულმა 27 ქულა აიღო.

სან-ანტონიო – ორლანდო 132:114 (38:29, 29:32, 31:28, 34:25)

15 მარტი, 04.00, «AT&T Center»

სან-ანტონიო: სოჰანი (29 + 12 მოხსნა), კოლინზი (25), გრეჰემი (15 + 9 პასი), ვასელი (13), ბეიტს-დიოპი (11) – სასტარტო; მაკდერმოტი (15), უესლი (8 + პასი), მამუკელაშვილი (7 + 7 მოხსნა), ბარლოუ (4), შემპენი (3), ბესსი (2).

ორლანდო: ბანკერო (27), კარტერი (16 + 10 მოხსნა),ფულცი (13 + 6 პასი),ფ. ვაგნერი (11), გ. ჰარისი (3) – სასტარტო; ენტონი (14), საგსი (12), მ. ვაგნერი (12 + 7 მოხსნა), ბოლი (6),ჰიუსტანი (0), კ. ჰარისი (0).