ქეცბაია ნაკრებში? თემურს ყველაზე მეტი შანსი აქვს

12:51 / 23 ივნ 2022
ქეცბაია ნაკრებში? თემურს ყველაზე მეტი შანსი აქვს

თემურ ქეცბაიამ დაახლოებით 1 თვის წინ ანორთოსისი დატოვა და ამჟამად უგუნდოდ არის. goal.philenews.com-ის ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტმა შესაძლოა კვიპროსის ნაკრები ჩაიბაროს. ისიც დაიწერა, რომ კვიპროსის ეროვნული გუნდის ჩაბარების ყველაზე მეტი შანსი, სწორედ ქეცბაიას აქვს.

აღნიშნული წყარო ასევე ირწმუნება, რომ ქეცბაიას და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციას შორის, კონტაქტი მაშინვე შედგა, როცა 54 წლის მწვრთნელმა გუნდი დატოვა. პირველი მოლაპარაკებისას ქეცბაიამ კვიპროსელებს განუცხადა, რომ ჯერ დასვენება სურდა და შემდეგ გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ბოლოს ანორთოსისში მუშაობდა, რომელსაც 2019-22 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ჯამში 6 ქართველ ფეხბურთელთან ერთად იმუშავა და 2021 წელს კვიპროსის თასი მოიგო.