ქუთათელაძის დამარცხების შემდეგ ისმაგულოვი თოფურიას იწვევს

15:22 / 27 ივლ 2022
ქუთათელაძის დამარცხების შემდეგ ისმაგულოვი თოფურიას იწვევს

UFC-ს მსუბუქი წონის ყაზახი მებრძოლს, დამირ ისმაგულოვს, ილია თოფურიასთან სურს ბრძოლა. გასულ თვეში, ისმაგულოვი გურამ ქუთათელაძეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ყაზახი მებრძოლი ინსტაგრამზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

“მანამ, სანამ TOP 10-იდან ვინმეს შევებრძოლები, გადავწყვიტე ერთი მარტივი და გასახურებელი ბრძოლა ჩავატარო. ვფიქრობ ამისთვის ილია თოფურია შესანიშნავი ვარიანტია, რას იტყვით?”

შეგახსენებთ, რომ თოფურია ქვემსუბუქი წონის მებრძოლია, მან მსუბუქ წონაში მხოლოდ ერთხელ იბრზოლა და ჯეი ჰერბერტი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. რაც შეეხება ისმაგულოვს, იგი UFC-ში დაუმარცხებელია 5-0. დამირს ასევე კიდევ ერთი ქართველი, რაულ თუთარაული ორჯერ ჰყავს დამარცხებული.