ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

17:16 / 22 ივნ 2022
ყაზაიშვილმა კორეაში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილმა კორეაში მორიგი გოლი გაიტანა. ულსან ჰიუნდაი, რომლის ღირსებასაც ჩვენებური იცავს, სეულს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. 76-ე წუთზე, როცა ყაზაიშვილის გუნდი 0:1-ს აგებდა, 29 წლის შემტევმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ვაკო მშვენიერ ფორმაშია. ულსან ჰიუნდაის რიგებში ამ სეზონში მის ანგარიშზე 23 მატჩი და 6 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილმა სანაკრებო მატჩებიც კარგად ჩაატარა. ივნისში გამართული 4 შეხვედრიდან მან ოთხივეში ითამაშა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.