ყველაზე პრეზიდენტი…

16:15 / 8 ნოე 2022
ყველაზე პრეზიდენტი…

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ევროპული საფეხბურთო კლუბების თავკაცებს შორის საუკეთესო გახდა. ეს ამბავი  European Golden Boy 2022-ის დაჯილდოებისას გაცხადდა – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

პერესი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი გალაქტიკოსი, როცა გუნდში ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი და რობინიო მივიდნენ.

2006 წლის თებერვალში პერესი თანამდებობიდან გადადგა. 2009-ში კი ისევ დაბრუნდა. დაბრუნებიდან რამდენმე თვეში მან კაკა და კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა.

Pérez vê desinteresse de jovens e diz que 'Superliga vai salvar o futebol'  | Placar - O futebol sem barreiras para você