შავი ლომი მთლიანად დაკომპლექტდა

08:22 / 23 ივლ 2021
შავი ლომი მთლიანად დაკომპლექტდა

ქართულმა ფრანჩაიზმა შავი ლომი, რომელიც სექტემბრიდან რაგბი ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში ჩაერთვება, გუნდის მოთამაშეების წარდგენა დაასრულა.

ბოლოს ცნობილი გახდა გარემარბებისა და ფულ ბეკის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეების ვინაობა. ყველა მათგანი პარალელურად ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან. ფრანჩაიზთან კონტრაქტი გააფრომეს გარემარბებმა აკაკი ტაბუცაძემ (ლელო), ალექსანდრე თოდუამ (ყოჩები), სანდრო სვანიძემ (არმაზი), ოთარ ლაშხმა (ლელო) და მირიან მოდებაძემ (აია). ფულბეკად კი, ლაშა ხმალაძე (ბათუმი) და სოსო მათიაშვილი (აკადემია) ითამაშებენ.

თოდუას მსოფლიოს სამ თასზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს. ხმალაძემ ამ უდიდეს სარაგბო ფორუმზე ორჯერ ითამაშა, მოდებაძემ და მათიაშვილმა კი, ერთხელ. ტაბუცაძეს, ლაშხსა და სვანიძეს ასეთი გამოცდილება არ აქვთ.

 

შავი ლომი

პირველი ხაზი: მიხელ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკოლოზ ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია,

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი, დავით გიგაური, ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია, ლუკა ივანიშვილი

N:9: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე

N:10: გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი

N:12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

N:11-14: ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე

N:15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი