შავი ლომი წაგებას გადაურჩა

18:50 / 18 სექ 2022
შავი ლომი წაგებას გადაურჩა

შავი ლომი-თელავივ ჰითი 25:25
შავი ლომი (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, კახოიძე, ლომიძე, ლაშხი, მატკავა, პერანიძე.  (1-8) ხატიაშვილი, ჭყოიძე, პატარაია, ჭეიშვილი, ბაბუნაშვილი, გაჩეჩილაძე, მამამთავრიშვილი, ივანიშვილი
3ლ: ტაბუცაძე, ლომიძე, აბდუშელიშვილი. 2ს: მატკავა. 2გ: მატკავა, ბაბუნაშვილი

შავი ლომის მატჩი თელავი ჰიტთან თითქმის იმავე სცენარით წარიმართა, როგორც ბათუმისა და რუმინული მგლების დაპირისპირება. ამ მატჩშიც ანგარიში საჯარიმოდან მეტოქემ გახსნა – 3:0. თუმცა, მერე ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. ბევრად უკეთ ირჯებოდა და ნაკლებ შეცდომებს უშვენდა.

შავმა ლომმა აკაკი ტაბუცაზის ლელოს ორი საჯარიმოც დაუმატა და 32-ე წუთამდე 13:3 იგებდა. აქედან მოყოლებული ქართულმა ფრანჩაიზმა თამაშის სადავეები თელავივ ჰიტს ჩააბარა და ისე გამოვიდა, რომ შესვენებაზე სტუმრები ოთხქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 17:13.

თამაშის დალაგება ვერც მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში შევძელით მეტოქემ მორიგი ლელო გაგვიტანა და  კიდევ უფრო დაწინაურდა – 22:13.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის მეორე ნახევარში ორი გააზრებული იერიში გამოგვივიდა და ორივე ლელოთი დავასრულეთ. ჯერ მორკინალების მიძალებისას ზედ კარის პირდაპირ, მირიან მოდებაძემ ბურთი მარცხენა ფრთაზე ლაშა ლომიძეს გაუტანა, რომელმაც სამი მეტოქის წინააღმდეგობა დასძლია და ლელოში შეაღწია.

მერე, როცა თამაშის დასრულებას სამი წუთი აკლდა და 18:25 ვაგებდით, შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა დავით აბდუშელიშვილმა იგივე გააკეთა და გარდასახვიდან გიორგი ბაბუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

შავი ლომი ბოლოსწინა წუთზე წაგებას გადაურჩა, რადგან სტუმრების დამრტყმელმა ჯორდან ხაიტმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა – 25:25.

 III ტური
25 სექტემბერი
შავი ლომი-მგლები
ბათუმი-თელავივ ჰითი

 სატურნირო მდგომარეობა
1. შავი ლომი – 7 ქულა, 2. თელავივ ჰითი – 6, 4. მგლები – 5, 4. ბათუმი -0