შაკილ ო’ნილი: „2 წლის შემდეგ ლებრონი ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდება“

შაკილ ო’ნილი: „2 წლის შემდეგ ლებრონი  ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გახდება“

ნბა-ს ლეგენდას, შაკილ ო’ნილს ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მოხსნის ქარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს და ნბა-ს ისტორიაში გახდება ნომერ პირველი კალათბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება დაგროვილი.

„მე ზუსტად ვიცი ლებრონი რასაც აკეთებს. საჩემპიონო ტიტულების მოგება – ეს ძალიან მაგარია, მაგრამ მას დამატებითი მიზანი აქვს – გადაასწროს ქარიმ აბდულ ჯაბარს. აი ამას ცდილობს.
ზუსტად ვიცი, რომ თუ ლებრონი მოხსნის ქარიმის რეკორდს, დასრულდება ყველანაირი დავა – თუ ვინ არის ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი. დაფიქრიდთ ამ საკითხზე.
სტატისტიკას ვუყურებდი და ვნახე რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ლებრონმა საშუალოდ მატჩში 25 ქულა უნდა ჩააგდოს. იგი ამას უპრობლემოდ შეძლებს“ – განაცხადა შაკმა.

null

ნბა-ს რეგულარულ სეზონებში დაგროვილი ქულების რაოდენობით, ლებრონი ამჟამად მესამე ადგილს იკავებს (35401), ჩამორჩება რა მხოლოდ კარლ მელოუნს (36928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (38387).