“შემეძლო მთელი ნაცია ექსტაზში ჩამეგდო”

“შემეძლო მთელი ნაცია ექსტაზში ჩამეგდო”

ინგლისი გერმანიის შეხვედრაში 81-ე წუთი მიდიოდა, კუნძულელები 1:0-ს იგებდნენ, როდესაც მეკარესთან პირისპირ მიულერი აღმოჩნდა. ეს ამ ევროპის ჩემპიონატის ერთერთი ყველაზე დრამატული მომენტია. როგორც წესი, გერმანელები ასეთ საჩუქრებს იყენებენ, თუმცა ამჯერად ეს ასე არ მოხდა.

 

თითქოს მთელმა ნაკრებმა, მათ შორის მიულერმა, გააცნობიერეს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის ერთადერთი შანსი გაანიავეს. ასე იყო სტერლინგიც, ვის შეცდომასაც მოჰყვა ეს საგოლე შანსი, თავზე ხელები წაიშინა, ხოლო როცა ტომასმა ააცილა, მთელი არსებით ამოისუნთქა.

 

აი, ვიდეო, რა ხდებოდა ამ მომენტში გერმანიაში – ხალხი ძირს ეცემა და ლუდის კათხებს ისვრის…

მიულერმა ემოციები ინსტაგრამ პოსტში გადმოსცა

“ეს მომენტი დიდ ხანს მემახსოვრება, ღამე კი დამესიზმრება. ფეხბურთელი ასეთი მატჩებისთვის მუშაობს, ვარჯიშობს და ცხოვრობს. ამ მომენტში ყველაფერი ჩემს ხელში იყო – შემეძლო ნაკრები თამაშში დამებრუნებინა და მთელი ნაციისთვის, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, ექსტაზი მეჩუქებინა. მტკივნეულია ეს შანსი რომ ვერ გამოვიყენე.

ნაკრებში ყველას გვტკივა, ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა.

განსაკუთრებულ ტკივილს ფანების გამო ვგრძნობ, რომლებმაც ურთულესი გარემოებების მიუხედავად, მხარი დაგვიჭირეს. მადლობა ამისთვის”