შენგელიამ საბერძნეთში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

12:24 / 29 აგვ 2022
შენგელიამ საბერძნეთში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

საბერძნეთის ჩემპიონატში პანაიტოლიკოსმა, რომლის რიგებშიც ლევან შენგელია გამოდის, არისს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ მასპინძელთა მხრიდან ერთი გოლი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელმა ბერძენთა რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი ბურთი შეაგდო.

შენგელია ბერძნულ გუნდში დაახლოებით 2 კვირის წინ გადავიდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგი ბელგიური ლიუვენის ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება პანაიტოლიკოსს, შენგელიას ახალი გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატში 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ მატჩს ატრომიტოსთან გამართავს.