შენგელიას 2-დან 2 – ლევანმა კვლავ გაიტანა (ვიდეო)

13:18 / 30 აგვ 2021
შენგელიას 2-დან 2 – ლევანმა კვლავ გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში, ლიუვენი, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს, ანტვერპს ესტუმრა და მატჩი 2:2 დასრულდა. შეხვედრას წერტილი სწორედ შენგელიამ დაუსვა, რომელიც თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო და 2 წუთში შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ლიუვენში დაახლოებით 2 კვირის წინ ჩაირიცხა. მის ანგარიშზე ახალ გუნდში 2 მატჩი და 2 გოლია. იმედი ვიქონიოთ, რომ 25 წლის შემტევი ესე გააგრძელებს.