შერაზადიშვილი და ხარაზიშვილი ბუდაპეშტში იჭიდავებენ

შერაზადიშვილი და ხარაზიშვილი ბუდაპეშტში იჭიდავებენ

8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მორიგი გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრები სოლიდური შემადგენლობით დარეგისტრიდა მოახლოვებულ ტურნირზე, თუმცა ცვლილები მაინც საჭირო გახდა.

თავდაპირველად შემადგენლობას გამოაკლდნენ გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). გიორგის და გურამს ტრავმები აქვთ, ხოლო ტატო მწვრთნელთა გადაწყვეტილებით დაისვენებს.

null

მამაკაცთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობას ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი დაამატა – იუნორებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი შერაზადიშვილი(81 კგ) და ასევე ახალგაზრდებში ევროპის ტრიუმფატორი ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ).

ამ ცვლილებების შედეგად, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 10 კაცი და 3 ქალი გვეყოლება.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი. 8-10 ივლისი

კაცები

60 კგ. ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ. გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი

100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100 კგ. გელა ზაალიშვილი

ქალები

57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი

78 კგ. მარიამ ჭანტურია

+78 კგ. სოფიო სომხიშვილი