შესანიშნავი პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე?

19:17 / 17 სექ 2022
შესანიშნავი პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე?

ბუქარესტის ვოლვსი-ბათუმი 37:15
ბათუმი (15-9) მ.ნინიძე, ფრუიძე, ძნელაძე (გ.წიკლაური 62), სვანიძე, ნ.ნინიძე (სიჭინავა 45), ჯინჭველაშვილი, კლდიაშვილი (ხ.ბუჯიაშვილი 45)   (1-8) შამილიშვილი (თაგაური 60), მამრიკიშვილი (მენაბდე 65), მ.წიკლაური, ფერსელიძე, კოპაძე (შენგელია 45), თხილაიშვილი, ფუტკარაძე, ხ.ბუჯიაშვილი (ფოფხაძე 59).
2ლ – საჯარიმო, თხილაიშვილი. ს – მ.ნინიძე

რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშების მეორე ტურში ბათუმი სტუმრად, ბუქარესტში დამარცხდა რუმინულ ფრანჩაიზ ვოლვსთან – 15:37.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთ ანგარიშს პირველი ტაიმის შემდეგ არავინ ელოდა. მართალია, ანგარიში მასპინძლებმა საჯარიმოთი გახსნეს, მაგრამ 36-ე წუთამდე ბათუმელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ.

პირველი ლელო მოლის მიძალებით გავიტანეთ. მეტოქემ ლელოს არიდება წესის დარღვევით სცადა და არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა – 7:3. მეორე ლელო ბათუმელებმა შესანიშნავი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ გაიტანეს. ლელო გიორგი თხილაიშვილმა  მიითვალა. მამუკა ნინიძემ ვერ გარადასახა. თუმცა, მალეს საჯარიმოდან მაინც შეძლო ბათუმის კიდევ უფრო დაწინაურება – 15:3.

36-ე წუთიდან ბათუმი მოედნიდან გაქრა. თითქოს ყველა ერთბაშად დაიღალა. გუნდი მთლიანად მოიშალა. პირველი ტაიმის დასრულებამდე რუმინულმა გუნდმა ერთი გარდასახული ლელო მითვალა და ანგარიშო სხვაობა ხუთ ქულამდე შრამცირეა – 10:15.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა  კიდევ სამი ლელო გაგვიტანეს. ჩვენმა მორაგბეებმა კი, მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლეს და, როგორც უკვე ვთქვით, 15:37 დავმარცხდით.