შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ

შვიონტეკი და საკარი პლეიოფში გავიდნენ

ფორტ უორსში გრძელდება ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტური დარჩა, პლეიოფის საგზური კი უკვე ორმა ჩოგბურთელმა გაინაღდა: იგა შვიონტეკმა და მარია საკარიმ.

დღეს, გამთნიისას ტრეისი ოსტინის სახელობის ჯგუფის მატჩები გაიმართა. იგა შვიონტეკმა 85 წუთში 6:3 6:2 სძლია კაროლინა გარსიას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა დროულად გამოფხიზლდა, ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო სეტის მიწურულს მეორეჯერაც მოახერხა მეტოქის ჩაწოდების აღება და სეტიც მოიგო.

მეორე პარტიის სტარტზე ამჯერად იგამ შეასრულა პირველი ბრეიკი და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე.

პოლონელ ჩოგბურთელს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული და ჯამში მხოლოდ 10 გეიმი წააგო.

ოსტინის ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს დარია კასატკინა და კოკო გაუფი დაუპირისპირდნენ. ორივე ჩოგბურთელს პირველ ტურში წაგებული ქონდა თავისი შეხვედრა, ასე რომ აქ განმეორებითი მარცხი ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი გახლდათ.

null

გაცილებით უფრო გამოცდილმა რუსმა ჩოგბურთელმა ამერიკელ თინეიჯერს დრამატული მატჩი ორ სეტში მოუგო 7:6 6:3 და პლეიოფში გავლის შანსი დაიტოვა.

მესამე ტურში იგა შვიონტეკი კოკო გაუფს დაუპირისპირდება, ხოლო გარსია კასატკინას.

ნენსი რიჩის სახელობის ჯგუფში ორი რაუნდი ჩატარდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პლეიოფის საგზური მარია საკარიმ მოიპოვა. ბერძენმა ჩოგბურთელმა ორივე შეხვედრა 2-2 სეტში მოიგო და 1/4 ფინალის საგზური გაინაღდა.

null

პლეიოფის მეორე საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ არინა საბალენკა და ონს ჟაბერი. ბელორუსს და ტუნისელს თითო-თითო გამარჯვება აქვთ და გადამწყვეტი უკანასკნელ ტურში ნაჩვენები შედეგი იქნება.

ჯესიკა პეგულია – არინა საბალენკა

მარია საკარი – ონს ჟაბერი