შვიონტეკმა ზედიზედ მეხუთე ტურნირი მოიგო

შვიონტეკმა ზედიზედ მეხუთე ტურნირი მოიგო

იტალიის დედაქალაქში დასრულდა WTA-ს მორიგი მასტერსი. ფინალურ მატჩში იგა შვიონტეკმა 6:2 6:2 სძლია ონს ჟაბერს და კარიერაში მერვე ტიტული მოიგო.

null

შეხვედრის სტარტი პოლონელ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ონსის თითქმის ყველა ჩაწოდებაზე იგა რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე და ტუნისელს დიდ პრობლემებს უქმნიდა. სეტის მიწურულს შვიონტეკმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და სეტიც 6:2 მოიგო.

მეორე პარტიის საწყის 4 გეიმში პოლონელმა ისევ შანსი არ დაუტოვა ჟაბერს და სოლიდური სხვაობით დაწინაურდა 4:0. მატჩის ბოლოსკენ ონსმა სიმბოლურად ორი გეიმი “აიღო” და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით წააგო 2:6 2:6.

მატჩი 1 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში იგას ანგარიშზე 1 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 5 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ჟაბერმა 3 ეისის წილ 2 ორმაგი შედომა დაუშვა და ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება.

null

საინტერესო ფაქტები

იგა შვიონტეკმა ზედიზედ მეხუთე ტიტული მოიგო.

იგა შვიონტეკს 28 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

XXI საუკუნეში მხოლოდ სერენა უილიამს ქონდა ზედიზედ 28 მატჩზე მეტი მოგებული (2013 წელს – 34).

მიმდინარე სეზონში იგა შვიონტეკმა 40 გამართული მატჩიდან 37 მოიგო.

null

2022 წელს გამართული 5 მასტერსიდან იგამ 4 მოიგო (მადრიდში არ უთამაშია).

შვიონტეკმა კარიერაში მერვე ტიტული მოიგო (4 ჰარდზე, 4 თიხაზე).

რომის მასტერსის მოგებით შვიონტეკმა საპრიზო ფონდიდან 345 000 ამერიკული დოლარი მიიღო.

მიმდინარე სეზონში იგამ უკვე გამოიმუშავა 4 მილიონი დოლარი, რაც საუკეთესო შედეგია, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ტურში.