“შიმშილი სიღრმიდან მოდის…” სალაჰი ოქროს ბურთზე და ფინალზე

“შიმშილი სიღრმიდან მოდის…” სალაჰი ოქროს ბურთზე და ფინალზე

მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთის ნომინაციაში მეშვიდე ადგილზე გასვლა შოკი იყო… ეგვიპტელმა არ დამალა, რომ ამ პრიზის მოგება ერთ-ერთ უპირველეს მიზნად აქვს.

„თუ წლეულს ვერ მოვიგებ, ისევ ვიბრძოლებ. ეს შიმშილი სიღრმიდან მოდის და ნამდვილად არ მჭირდება დამატებითი მოტივატორი, მწვრთნელი ან ვინმე სხვა. ისედაც მშიერი ვარ.

…დიახ, მეშვიდე ადგილზე გასვლა (2021 წელს) შოკი იყო ჩემთვის. წლეულს? რა თქმა უნდა, რეალთან ფინალში წაგება ნაკლია მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშე. თუმცა ეს არ უნდა შლიდეს ყველაფერს, რაც ბოლო თვეებში გავაკეთე. ვნახოთ, დაველოდოთ გამოკითხვის შედეგებს.

…ოქროს ბურთის მოგება ეგვიპტელისთვის ნიშნავს, რომ შეიცვლება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის გავლენა. ამ ქვეყნებში 100 მილიონობით ადამიანი მიხვდება, რომ მსგავსი არანორმალურად პრესტიჟული პრიზი თვითონაც შეიძლება მოიგონ. ეს დიდი სტიმულია.

…სოფელში დავიბადე და წარმომიდგენია ჩემი თანამემამულეების რეაქცია, მათთან ოქროს ბურთით რომ ჩავიდე“ (France Football).

სალაჰი რეალთან წაგებულ ფინალსაც შეეხო და ამონარიდი მისი ნათქვამიდან:

„ლივერპული უკეთესი იყო. რატომ წავაგეთ? ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს კურტუას საღამო გამოდგა“.