შუმახერზე… “თვეში ორჯერ ვნახულობ, ერთად ვუყურებთ რბოლებს”

შუმახერზე… “თვეში ორჯერ ვნახულობ, ერთად ვუყურებთ რბოლებს”

მიხაელ შუმახერზე თითოეული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, თუნდაც რაიმე განსაკუთრებულ ხასიათს არ ატარებდეს… თითქმის 9 წელია, რაც ფორმულა 1-ის გერმანელ ლეგენდას საშინელება შეემთხვა: შეგახსენებთ, თხილამურებით სრიალისას ქვაზე თავი დაარტყა.

აი, რა თქვა ფერარის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟან ტოდტმა: „შუმახერს მინიმუმ თვეში ორჯერ ვნახულობ. მიხაელის მეუღლე კორინა, ოჯახის წევრები და მეც ერთად განვიცდით. მიხაელზე ვერ ვიტყვი, მენატრება მეთქი, რადგან ვნახულობ და ერთად ვუყურებთ რბოლებს. მაგრამ რაც ნამდვილად მენატრება, რასაც ერთად ვაკეთებდით ფერარიში. რაც შეეხება ჯილდოს, ეს დიდი ემოციური მომენტია ჩემთვის. მიხაელით ვამაყობ. ის განსაკუთრებულია, როგორც მისი ოჯახი. კორინა, მიკი და ჯინაც ძალიან მიყვარს, ჩვენ ერთ ოჯახად ვიქეცით“  (Planet F1)

ანუ, შუმახერი ფ1-ს ჩვეულებრივ უყურებს.

და რაც შეეხება ახალ ჯილდოს: შუმახერს გადაეცა (რა თქმა უნდა, დაუსწრებლად) გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის მთავრობისგან გადაეცა სახელმწიფო ჯილდო. მიხაელი სწორედ ამ მიწაზე დაიბადა – ქალაქ კიოლნში. მიხაელის ოჯახმა საზეიმოდ ჩაიბარა.

მეუღლე ამბობს, რომ შუმახერი აზროვნებს, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულად. უმწეო მდგომარეობაშია, ვერ ინძრევა.

შუმახერი საკუთარ სახლშია, რომელიც ფაქტიურად სახლი-საავადმყოფოა: ყველა საჭირო პროცედურას იქ უკეთებენ და მეუღლე კორინას განცხადებით, მკურნალობაში 21 მილიონ ევროზე მეტი უკვე დაიხარჯა. სხვა ინფორმაციას ოჯახი არ ავრცელებს. ოჯახი დაცულია პაპარაცებისგან და უაზრო ჭორებისგან.

 

https://leadersport.ge/blog/%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-53-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98