ჩარლზ ოლივეირამ წონა ვერ დააფიქსირა და საჩემპიონო ქამარი დაკარგა

00:42 / 7 მაი 2022
ჩარლზ ოლივეირამ წონა ვერ დააფიქსირა და საჩემპიონო ქამარი დაკარგა

UFC 274-ზე უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. პირველად, UFC-ს ისტორიაში, ჩემპიონმა წონა ვერ დააფიქსირა – ჩარლზ ოლივეირამ სასწორზე დაშვებულზე 226 გრამით მეტი დააფიქსირა. UFC-მ მას 1 საათი მისცა დასაკლებად, თუმცა ოლივეირამ წონა ვერც განმეორებით აწონვაზე ჩააბარა.

ახლა კი მოცემულობა შემდეგნაირია – ბრძოლა შედგება, თუმცა მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტურადაა გამოცხადებული – რაც იმას ნიშნავს, რომ ოლივეირა ვერც ხვალ გამარჯვების შემთხვევაში დაიბრუნებს ქამარს, ხოლო თუ გეიჯი გაიმარჯვებს, იგი ჩვეულებრივ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ოლივეირას წონის დაფიქსირებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობისას, ოლივეირამ წონა რამდენჯერმე ჩააგდო, თუმცა მაშინ მხოლოდ ჰონორარის გარკვეული პროცენტი დაკარგა.

საინტერესოა, რომ აწონვამდე ცოტა ხნით ადრე, ჩარლზმა თვითი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა რომ უკვე წონაში იყო.