ჩელსი მზად არის ტრანსფერისთვის ფეხბურთელი და 45 მილიონი დათმოს

11:48 / 25 ივნ 2022
ჩელსი მზად არის ტრანსფერისთვის ფეხბურთელი და 45 მილიონი დათმოს

ლონდონის ჩელსი ტრანსფერისთვის ემზადება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლონდონელებს იუვენტუსიდან მატიას დე ლიხტის დამატება სურთ. ბრიტანელები მზად არიან ბებერ ქალბატონს ნიდერლანდელის სანაცვლოდ, ტიმო ვერნერი და 45 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მოგეხსენებათ ანტონიო რუდიგერმა გუნდი დატოვა და რეალში გადაბარგდა. დიდი ალბათობით, ჩელსიდან ანდრეას კრისტიანსენიც წავა, რომლის მომავალიც გასარკვევია. სწორედ ამიტომ ჩელსი მცველის ძიებაშია და ინგლისელებს ყველაზე მეტად სწორედ დე ლიხტი სურთ.

დე ლიხტი აიაქსის აღზრდილია. ნიდერლანდელმა 2018 წელს საუკეთესო ახალგაზფრდა ფეხბურთელის პრიზი მოიგო. 2019 წლის ზაფხულში იგი აიაქსიდან იუვენტუსში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. დე ლიხტმა 2021-22 წლების სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.