ჩელსი ნახევარი მილიარდის დახარჯვას აპირებს

17:51 / 13 ოქტ 2022
ჩელსი ნახევარი მილიარდის დახარჯვას აპირებს

ლონდონის ჩელსი ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრებისას, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს. ინფორმაცია Sport Bild-მა გაავრცელა. გუნდის ახალ მფლობელს ტოდ ბოულის ჩელსიში უმეტესად ბუნდესლიგის და პრემიერლიგის ვარსკვლავების მიყვანა სურს.

ჩელსიმ უკვე მიაღწია შეთანხმება კრისტოფერ ნკუნკუსთან, რომელსაც ლაიფციგიდან შეიძენს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. არისტოკრატები ლაიფციგიდან იოშკო გვარდიოლას დამატებასაც ფიქრობენ, ლონდონელთა სასურველ ფეხბურთელთა სიაში ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), დეკლარ რაისი (ვესტ ჰემი) და ბენჟამინ პავარი (ბაიერნი) არიან.

ჩელსი პრემიერლიგაში 16 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში კი 7 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.