“ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია

“ჩვენ აქ არავინ არ გველოდა” – ესპანეთი ევრობასკეტის ფინალშია

ევრობასკეტ 2022-ის მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში 96:91 დაამარცხა გერმანიის ნაკრები და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრაში ანგარიში დენის შროდერმა გახსნა – მე-15 წამზე გერმანელმა გამთამაშებელმა “ლეი-აფით” საკუთარ გუნდს 2 ქულა მოუტანა. პირველმა მეოთხედმა საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ვილი ერნანგომესის და ლორენცო ბრაუნის შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე ესპანელები მცირე უპირატესობას მაინც ინარჩუნებდნენ.

საწყისი პერიოდის დასრულებამდე 11 წამით ადრე დარიო ბრიზუელამ “ფურია როხას” ჰანდიკაპი 6 ქულამდე გაზარდა, თუმცა გერმანელებმაც მალევე უპასუხეს – მაოდო ლომ “ბაზერ ბითერი” ჩასვა და მასპინძლები მხოლოდ 3 ქულასღა აგებდა 24:27.

null

მეორე პერიოდის სტარტზე ისევ ესპანელები გამოირჩნენ, რომელთაც საკუთრი უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს. გორდონ ჰერბერტმა დროული წუთშესვენება აიღო და “გამოაფხიზლა” გერმანელი კალათბურთელები.

მასპინძლები თამაშში 14:0 გაქცევით დაბრუნდნენ – 3 წუთში 3 სამქულიანი ჩააგდეს და მეორე მეოთხედი 27:19 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ გერმანელებს 5 ქულიანი უპირატესობა გააჩნდათ 51:46, დენის შროდერის ანგარიშზე კი 19 ქულა+5 პასი იყო.

null

მეორე ტაიმის სტარტზე გერმანიამ ზედიზედ 4 ქულა აიღო და ტაბლოზე +9 დააფიქსირა, თუმცა ამჯერად უკვე სერჯიო სკარიოლომ აიღო ტაიმ-აუტი. ესპანელებმა “დროულად დაააბრუნეს” შეხვედრაში ინტრიგა – ბრაუნი-ვ.ერნანგომესი-დიასის ტრიომ 10 უპასუხო ქულა აიღო.

გაქცევას- გაქცევით უპასუხეს გერმანელებმა – ამჯერად მათი ჯერი იყო და 11:0 დააფიქსირეს. მეოთხედის ბოლოს “ფურია როხამ” ცოტათი შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა და უკანასკნელ 10 წუთეულს 6 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდა 65:71.

null
უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში სრულიად მოიშალა გერმანელთა შეტევა – ისინი ვერც სამწამიანი ზონიდან აგროვებდნენ ქულებს და აღარც პერიმეტრიდან წაუვიდათ სროლები.

პოზიციით მძიმე ფორვარდმა – უსმან გარუბამ მოულოდნელად “გიჟური პასების” გაცემა დაიწყო და დირიჟორის ფუნქციები მოირგო. ლორენცო ბრაუნი აგრძელებდა შორი დისტანციიდან მეტოქის კალათს “აოხრებას” და ესპანეთმა ეს მატჩი დამსახურებულად მოიგო 96:91.

შეხვედრის საუკეთსო კალათბურთელი ესპანეთის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლორენცო ბრაუნი გახდა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი იყო.

მატჩის ბომბარდირი გერმანელი დენის შროდერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა იყო, 15 ქულა ქონდა ანდრეას ობსტს.

‘ჩვენ არასდროს არ ვნებდებით. არ გამოვირჩევით ეგოისტური თამაშით. გვჯერა საკუთრი თავის, თანაგუნდელების, გუნდური თამაშის და მწვრთნელების. მშვენივრად იმუშავა მატჩის წინ დასახულმა სათამაშო გეგმამ. ტურნირის დაწყების წინ ევრობასკეტის ფინალში ჩვენ არავინ გველოდა, თუმცა ჩვენ გვჯერა ესპანეთის ჩემპიონობის” – განაცხადა ვილი ერნანგომესმა მოგებული ნახევარფინალის შემდეგ.

null

ევრობასკეტ 2022-ის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. თავისმხრივ ვინსენ კოლეს გაწვრთნილმა ფრანგებმა პირველ ნახევარფინალში +41 ქულიანიანი სხვაობით მოუგეს პოლონელებს 95:54.

18 სექტემბერი, 19:15, მატჩი მესამე ადგილისთვის გერმანია – პოლონეთი

18 სექტემბერი, 22:30, ევრობასკეტის ფინალი ესპანეთი – საფრანგეთი