ჩიმაევმა ხაბიბს ინსტაგრამზე დასცინა

13:22 / 16 სექ 2022
ჩიმაევმა ხაბიბს ინსტაგრამზე დასცინა

განვლილ UFC 279-ზე ბევრი უპრეცენდენტო რამ მოხდა. ყველაფერი ხამზატის წონის ვერ ჩაბარებით დაიწყო. ჩეჩენმა დაშვებულ ლიმიტს საგრძნობლად გადააცილა, რამაც UFC აიძულა რადიკალური ზომები მიეღო და მეინ ქარდში წყვილები შეეცვალა. ხამზატის ამ არაპროფესიონალურ საქციელს, გულშემატკივრები და MMA-ს გამოჩენილი სახეები უარყოფითად გამოეხმაურნენ. კომენტარი გააკეთა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც, რომლის აზრითაც, ხამზატის მსგავსი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ მას გვერდით მუსლიმები არ ჰყავს.

ხამზატის წონის ვერ ჩაბარებასთან დაკავშირებით, უამრავი მოსაზრება გავრცელდა. ზოგი თვლიდა, რომ ჩიმაევს დაკლება არც კი უცდია. ერთ-ერთი ინსტაგრამ ფან გვერდი, სახელწოდებით “Mini_khabib”, სოც. ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: “აწონვის წინა ღამეს, ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩიმაევი რესტორანში იმყოფებოდა, სადაც გაზიან სასმელს სვამდა და საჭმელსაც მიირთმევდა.” ამ პოსტზე თავად ხამზატმა დააკომენტარა, სადაც ხაბიბს დასცინა და მისი წონის ვერ ჩაბარების ცნობილი მიზეზი გაიხსენა: “ზედმეტად ბევრი ტირამისუ შევჭამე, სწორედ ამიტომ ტონისთან ჩხუბი 5-ჯერ ჩავშალე”

ვინც არ იცით, ხაბიბისა და ტონის დაპირისპირება, 2017 წელს, UFC 209-ზე, დაღესტანელის წონის ვერ ჩაბარების გამო ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბმა აწონვებამდე ტირამისუ ჭამა, რამაც მის წონის კლებას ხელი შეუშალა.