ცხადაძემ დინამოში ფრით დაიწყო – ეროვნული ლიგა განახლდა

ცხადაძემ დინამოში ფრით დაიწყო – ეროვნული ლიგა განახლდა

სანაკრებო შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის 3 მატჩი გაიმართა. 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთში კი მასპინძლებმა იმარჯვეს.

დინამო თბილისმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლა და მატჩი ბევრისთვის მოულოდნელად 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა კახა ცხადაძის დინამოში დაბრუნების შემდეგ, დედაქალაქელებისთვის პირველი იყო. დინამო უპირატესობას კი ფლობდა, თუმცა მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში 65-ე წუთზე მასპინძლებმა ლეგიონერების აქტიურობით გახსნეს. შეცვლაზე შესული რადინის ფლანგური გადაცემის შემდეგ, მარუშიჩმა გაიტანა.

შუქურა არ დანებდა, მოუმატა და შედეგიც მოიტანა. კუთხურის შემდეგ მსაჯმა დავით კობოურის ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დაინიშნა. სდანდარტი ზუსტად ჯეფერსონმა შეასრულა და დედაქალაქელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. დინამო 31 ქულით ცხრილის სათავეშია და შემდეგ თამაშში სამტრედიას შეხვდება, შუქურა 15 ქულით მერვეზეა და უახლოეს მატჩს საბურთალოსთან გამართავს.

იმერულ დერბიში ტორპედომ სამტრედიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ დასრულდა. გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი შეაგდეს. ანგარიში 30-ე წუთზე სამტრედიას ლეგიონერმა ჯუნიორმა გახსნა, წონასწორობა კიდევ ერთმა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა აღადგინა. ტორპედო 17 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ მატჩში ლოკომოტივს შეხვდება, სამტრედია სამტრედია 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში დინამო თბილისს დაუხვდება.

საბურთალომ თბილისში გორის დილა მიიღო და 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ლეგიონერმა გაიტანა სამივე ბურთი ბოლო 15 წუთში გავიდა. 31-ე წუთზე ელვინ ტერამ შეაგდო, 2 წუთში დმიტრი მანდრიჩენკომ გამოიჩინა თავი, რომელმაც 37-ზე დუბლი შეასრულა. სათქმელია, რომ გორელებმა მატჩი 10 კაცით დაამთავრეს,91-ე წუთზე ამოს ნონდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. საბურთალო 27 ქულით მესამეზეა და შემდეგ შეხვედრას შუქურასთან ჩაატარებს, დილა 25 ქულით მეოთხეზეა და მე-17 ტურში თელავს დაუპირისპირდება.

ფოტო: დინამო თბილისის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი