ძეგლი… აგუეროა, მაგრამ კროოსს ჰგავსო

ძეგლი… აგუეროა, მაგრამ კროოსს ჰგავსო

ტონი კროოსმა იხუმრა იმ თემაზე, მანჩესტერ სიტის სტადიონთან სერხიო აგუეროს ძეგლი რომ დადგეს, აგუეროზე მეტად… კროოსს ჰგავს.

სკულპტურული ნამუშევარი ბევრმა გააკრიტიკა, აგუეროს მხოლოდ გოლის რიტუალში ჰგავსო. კროოსს უფრო მიამსგავსეს და რეალის გერმანელმა ფეხბურთელმაც იხუმრა ამის შესახებ.

BBC-ის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძეგლის ფოტო და მიაწერა: „აგუერო აქ არის“.

კროოსმა კი მიუწერა: „დარწმუნებული ხართ?“