“წაგება მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო…” – ვეტორის პირველი კომენტარი [VIDEO]

14:49 / 19 მარ 2023
“წაგება მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო…” – ვეტორის პირველი კომენტარი [VIDEO]

UFC 286-ზე საშუალო წონოსაი რომან დოლიძე იტალიელ კონტენდერს, დივიზიონის მე-4 ნომერს, მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. მსაჯების კონტროვერსიული გადაწყვეტილებით, გამარჯვება ვეტორის დარჩა.

ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონის ინტერვიუში ვეტორიმ შემდგომი კომენტარი გააკეთა:

“პირველი შემთხვევაა, როცა დედაჩემი ჩემს ბრძოლას ესწრება. მე ეს მავსებდა და მხოლოდ ამის გამო არ შემეძლო წაგება. ჩემთვის ახლა ძალიან საამაყო მომენტია. დავბრუნდი მოგებების სერიაზე. მე ბრძოლიდან ბრძოლამდე ვვითარდები, დღეს ფეხის დარტყმები ეფექტურად გამოვიყენე. კანონიერი, პერეირა, ადესანია – რიგში ჩააყენეთ, მე აქ ვარ”