წადით, იმკურნალეთ…

18:50 / 25 ნოე 2021
წადით, იმკურნალეთ…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერში ორი სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად ტიტულებიც მოიგო.

შვედი ფეხბურთელის სხვა კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება კი კარგად მოგეხსენებათ. ამ მხრივ ჩანს ზლატანი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. დღეს მას სწორედ მანჩესტერ იუნაიტედი შემოელანძღა.

See the source image

„მანჩესტერი შესანიშნავი კლუბია, იქ ტიტულებიც მოვიგე. თუმცა, ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე. როდესაც იქ გადავედი, ვთქვი, რომ აწმყოზე ვარ ორიენტირებული, რათა ჩემი ისტორია შევქმნა. უნდა იფიქროთ დღევანდელობაზე, ან უნდა წახვიდეთ ჰოსპიტალში და ტვინი გამოირეცხოთ“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერში 2016-18 წლებში თამაშობდა. კლუბის მაისურა 33-ჯერ მოირგო და 17 გოლი გაიტანა.