წესი წესია: რის გამო გაუქმდა ბოლო გოლი? (+video)

წესი წესია: რის გამო გაუქმდა ბოლო გოლი? (+video)

ნახეთ, რა მოხდა გერმანიის თასის მატჩში. კიოლნი-ჰამბურგი, პენალტების სერია… ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში 1:1, მერე კი პენალტები დაინიშნა და ჰამბურგი 4:3-ს იგებდა. კიოლნის ავსტრიელი ფეხბურთელი ფლორიან კაინცი მივიდა ბურთთან და გაიტანა.

თუმცა გამოჩნდა, რომ კაინცს დარტყმის მომენტში ფეხი დაუცურდა და საყრდენი ფეხი მოარტყა ბურთს. ანუ, ორი შეხება გამოვიდა, რაც წესებით აკრძალულია. მსაჯმაც გოლი არ ჩათვალა და კიოლნი გავარდა…

კაინცი: „ცუდი წინათგრძნობა მქონდა. დარტყმის დროს წავფორხილდი და ბურთი რაღაც უცნაურად გაფრინდა. ვერაფერს ვიზამ. ძალიან ცუდია ჩემთვის და გუნდისთვის, რადგან სხვა გეგმები გვქონდა“