წიტაიშვილი – ახალი კლუბი და ტრავმა

წიტაიშვილი – ახალი კლუბი და ტრავმა
საქართველოს ნაკრები
წიტაიშვილი
დინამო კიევი

გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამომ ოდესის ჩერნომორეცში გაანათხოვრა. წიტაიშვილთან ერთად, კიდევ 11 ფეხბურთელი გაუშვეს იჯარით ამ კლუბში… მანამდე გიორგი კიეველებს ასევე უკრაინულ ვორსკლაში ჰყავდათ განათხოვრებული.

დღეს გაირკვა, რომ 20 წლის ქართველ შემტევს ტრავმა აწუხებს. კუნთის დაზიანებაა. გიორგი, სავარაუდოდ, ორი კვირა ვერ ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, წიტაიშვილმა ორიოდე თვის წინ საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ჩვენს ნაკრებში შეუძლია თამაში.