ხამზატ ჩიმაევმა წონის ვერ ჩაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

00:09 / 10 სექ 2022
ხამზატ ჩიმაევმა წონის ვერ ჩაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

UFC 279-ის აწონვებზე უპრეცენდენტო რამ მოხდა – ხამზატ ჩიმაევმა, მთავარი ბრძოლის მონაწილემ, დაშვებულ წონაზე 7,5 ფაუნდით (3,4 კგ-თი) მეტი დააფიქსირა. ამან კი ბევრი რამ არია. ნეიტი მასთან ბრძოლაზე უარს ამბობს, UFC პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს.

რაც შეეხება ხამზატს, ის, როგორც ჩანს, მომხდარს დიდად არ განიცდის. იგი სასწორზეც ღიმილით ავიდა და წონის გამოცხადების შემდეგაც ხუმრობით ჩაილაპარაკა – “არც ისე ბევრია”. მოგვიანებით კი ჩეჩენმა თვითერზე წონის ვერ ჩაბარების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

“ეს ყველაფერი დერენ თილის (მისი ახლო მეგობრის, UFC-ს საშუალო წონის მებრძოლის) ბრალია” – ხუმრობას ხამზატმა მისი და თილის დაფოტოშოპებული ფოტოც დაურთო.